ახალი ამბები
თოვლის პაპისა და ფიფქიას ავტოკოლონა ცხინვალში
დღეიდან ცხინვალში ბავშვებისთვის საახალწლოდ მორთული ავტკოლონა იმოძრავებს, სადაც თოვლის პაპა და ფიფქია იმყოფებიან.

ისინი სხვადასხვა უბნებში გაჩერდებიან და ბავშვებისთვის სპექტაკლს მოაწყობენ.

ქალაქი ცხინვალის მერიის ადმინისტრაციის ცნოით, ფიფქია და თოვლის პაპა 2024 წლის სიმბოლოსთან, დრაკონთან ერთად, მოგზაურობენ.

,,ბავშვებს ელის სიმღერებები, კონკურსები, სპექტაკლის ბოლოს მოეწყობა თოვლის შოუ", - აცხადებენ ცხინვალის მერიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები