ახალი ამბები
ცხინვალის მედიის ცნობით, ჯავის რაიონის სოფელ ითრაფისთან მისასვლელი გზა ხეებით ჩაიხერხა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ცხინვალი-ჯავის გზაზე, თოვლმა ხეები წააქცია და გზა ჩახერგა.

როგორც ჯავის რაიონის ადმინისტრაციიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურს აცნობეს, მთის ფერდობებიდან ჩამოცვენილმა ხეებმა საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

ადგილობრივი მედია დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ცდილობს.

ხეები გზაზე ჯავის რაიონის სოფელ ითრაფისის ტერიტორიის სიახლოვეს ჩამოწვა.

ითრაფისი მსხლების თემში შედის. მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1400 მეტრზე, ჯავიდან 8 კილომეტრში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები