ახალი ამბები
დღეს 31 დეკემბერს გორში საახალწლო ღონისძიებები 20 საათზე დაიწყება
დღეს 31 დეკემბერს გორში საახალწლო ღონისძიებები 20 საათზე დაიწყება.

გეგმის მიხედვით, საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებს  მუსიკალური ჯგუფი ,,არა", ,,კანუდოსი'' და ,,Soft Wave''. მოწვეულნი არიან ადგილობრივი შემსრულებლები: ემზარ იორამაშვილი, მაია ბიძინაშვილი, იოსებ დარბაიძე და ვანო მურადელი.

მათთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გათვალისწინებულია 38 189 ლარი.

პარალელურად, 31 დეკემბერს საღამოს სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად საახალწლოდ მორთული მანქანა, თოვლის ბაბუასთან და ზღაპრის გმირებთან ერთად ქალაქ გორს შემოივლის.

გორში ახალი წლის ღამეს მერია ფოიერვერკს არ გამოიყენებს. მერიის ცნობით, პიროტექნიკისთვის განსაზღვრული თანხა გარემოს დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას მოხმარდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები