ახალი ამბები
1-ლი იანვრიდან 31 იანვრამდე ,,გორმედში" დაბადებულ ბავშვის ოჯახს სმარტ ტელევიზორით დაასაჩუქრებენ
1-ლი იანვრიდან 31 იანვრამდე ,,გორმედის" სამშობიარო ცენტრში დაბადებულ თითოეული ახალშობილის ოჯახს სმარტ ტელევიზორი გადაეცემა.

ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, განსაკუთრებული აქციის შესახებ ,,გორმედის" სამედიცინო ცენტრის დამფუძნებლებმა დეკემბერში ისაუბრეს.

,,აქცია იანვრის ბოლომდე გაგრძელდება - ერთი თვის განმავლობაში ,,გორმედი" ბევრი ახალშობილის ოჯახს გაახარებს!"- წერია მიმართვაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები