ახალი ამბები
გორის თეატრში ,,კონკიას'' საპრემიერო ჩვენება იანვრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება
გორის თეატრმა საახალწლოდ წარმოადგინა შარლ პეროს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ,,კონკია''.

თეატრის ადმინისტრაციით ცნობით, 10 იანვრის ჩათვლით, ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.

პრემიერა 3 იანვარს დაიწყო. როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, მაყურებელთა დიდი თხოვნით, სპექტაკლი დამატებით 13 და 14 იანვარს დაიდგმება.

დასაწყისი-17:00 საათზე

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ თეატრის სალაროში 0370277932 ან ონლაინ საიტზე www.biletebi.ge
Print

სტატიის გამოყენების პირობები