ახალი ამბები
გორის სოფელ არაშენდის გზისთვის 1,6 მლნ ლარი დაიხარჯება
გორის მერიის ცნობით, სოფელ არაშენდაში მისასვლელი გზა მოასფალტდება.

ამისათვის ბიუჯეტიდან 1,6 მლნ ლარი გამოიყო. ტენდერი უკვე გამოცხადდა.

ინფრასტრუქტურის სამსახურის ცნობით, არაშენდაში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დანიშნულებაა უზრუნველყოს უსაფრთხო სატრანსპორტო კავშირი შიდა სასოფლო გზებთან და კომფორტული გახადოს ავტომობილით მგზავრების გადაყვანა.

არსებული გზა მთელ სიგრძეზე მჭიდროდ დასახლებულია. გზაზე ავტომობილების მოძრაობის ინტენსიობა დაბალია. საპროექტ მონაკვეთის სიგრძე შეადგენს 2390.0 მეტრს
Print

სტატიის გამოყენების პირობები