ახალი ამბები
ნაბახტეველებს მისასვლელი გზა ალის მხრიდან ექნებათ - ხაშურის მერია
ხაშურის მერიის ცნობით, სოფელ ნაბახტევის მოსახლეობას მისასვლელი გზა სოფელ ალის გავლით ექნება.

ორ სოფელს დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისთვის 0.9 მლნ ლარი გამოიყო. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. გზის სიგრძე 1.2 კმ.

ორივე სოფელი მდინარე ჭერათხევის სანაპიროზე, გომი-საჩხერის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარეობს.

მდინარე ჭერათხევი ზამთარ-ზაფხულს, უხვი ნალექის დროს დიდდება. 2023 წელს ჭერათხევზე არსებული ერთი ხიდი ჩაინგრა, მეორე კი დაზიანებულია.

ნაბახტევსა და ალში ხიდების რეაბილიტაციისთვის არაერთხელ გამოცხადდა ტენდერი, თუმცა სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა და რიგ შემთხვევაში სამუშაოებიც კი მიატოვეს.

ფოტოზე: ნაბახტევის გზა 2023 წლის დეკემბერი
Print

სტატიის გამოყენების პირობები