ახალი ამბები
კასპის პოლიციის შენობაზე თავდასხმაში ბრალდებულს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
30 წლამდე ასაკის მამაკაცს, რომელიც კასპში, 2024 წლის 3 იანვარს, პოლიციის შენობაზე თავდასხვის ბრალდებით დააკავეს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

პროკურატურის პრეს-სამსახურის ცნობით, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და სასჯელს წინასწარი პატიმრობის გარეშე მოიხდის.

პროკურორმა პროცესზე განაცხადა, რომ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, 3 იანვარს ღამით, კასპის პოლიციის შენობას ბოთლი ესროლა, შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებს აგინა.

პროკურატურის ცნობით, ბოთლი შენობის კარს მოხვდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა. მამაკაცს თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე ემუქრებოდა, თუმცა ბრალის აღიარებისა და საპროცესო შეთანხმების გამო, გამოძიება შეწყდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები