ახალი ამბები
გორში ალილოს მსვლელობა მოეწყო
გორში  ალილოს მსვლელობა მოეწყო

მსვლელობას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მისი მოადგილე ბექა ლობჟანიძე შეუერთდნენ. მათ მახარობლებს შობის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

სადღესასწაულო მსვლელობა გორის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხვევით დაიწყო და ქალაქის ქუჩებში გაგრძელდა. მეუფე ანდრიას გადაწყვეტილებით შეგროვებული საშობაო ნობათი უპოვართა სასადილოს გადაეცემა.

საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები