ახალი ამბები
ხაშურის სოფელ სატივის გზაზე მიწა ჩამოიშალა
ხაშურის სოფელ სატივის გზაზე მიწა ჩამოიშალა.

მერიის ცნობით, შემთხვევა სოფლების დიდი და პატარა სატივის დამაკავშირებელ გზის ნაპირას მოხდა.

,,პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა დაზიანების ადგილას ლითონის მოაჯირი დაამონტაჟა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საინჟინრო გეოლოგიური კვლევა. სპეციალისტების მიერ გამოტანილი კვალიფიციური დასკვნის მიღებისთანავე დაიწყება საპროექტო სამუშაოები.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები