ახალი ამბები
გორის ავტობანზე კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული ავტომანქანის მძღოლი დააკავეს
2024 წლის 7 იანვარს გორის ავტობანზე კონტრაბანდული სიგარეტით დატვირთული ავტომანქანის მძღოლი დააკავეს.

ამოღებულია დიდი ოდენობით სიგარეტი - ,,მანჩესტერი''. ბრალდებული წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან მოსამართლის წინაშე დღეს წარადგინეს.

პროკურორ ოთარ ხორგუაშვილის განცხადებით, ავტომანქანა მოძრაობდა თბილისიდან ახალციხის მიმართულებით. მან ბრალის აღიარების სანაცვლოდ მოსამართლე დავით მაკარაძეს პირობითი მსჯავრის დადება და ჯარიმის დაკისრება მოსთხოვა.

,,როგორც ბრალდებულმა თქვა, უაქციზო სიგარეტი თბილისში, მისთვის უცნობი პირისგან შეიძინა და ახალციხეში მიჰქონდა. რაოდენობა ძალიან ბევრია, დაახლოებით 2 ათას ლარამდე ღირებულების'' - გვითხრა პროკურორმა. გამოძიებისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ საიდან შემოიტანეს უაქციზო სიგარეტი თბილისში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები