ახალი ამბები
გორში არასრულწლოვანის ცემის ფაქტზე ბიძა დააკავეს
გორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.

ბრალდების მიხედვით, მამაკაცმა 14 წლის ასაკის მოზარდს სცემა. ბავშვი ამჟამად თავშესაფარშია გადაყვანილი.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა გვითხრა, ბიძა და ძმისშვილი გარკვეული ოჯახური პირობების გამო ერთად ცხოვრობდნენ:

,,როგორც ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა განაცხადა, კონფლიქტი მოუვიდათ სიგარეტის გამო. დაინახა, რომ ბავშვი სიგარეტს ეწეოდა და ერთი-ორი წავუთაქეო.'' - აცხადებს ადვოკატი.

პროკურორმა მოითხოვა პირობითი სასჯელი, რადგან ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება მოითხოვა.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მამაკაცს, წინასწარი პატიმრობის გარეშე, 2-წლიანი პირობითი მიუსაჯა. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გაათავისუფლეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები