ახალი ამბები
გორში დამატებით ორი ახალი სამგზავრო ავტობუსი იმოძრავებს
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს დამატებით სარგებლობაში, კიდევ ორი ახალი EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსი გადაეცა.

ახალი ავტობუსები ქალაქის მასშტაბით არსებულ მარშრუტებს დაემატება.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

საქართველოს მთავრობის მიერ შეძენილი "ისუზუს" ფირმის სატრანსპორტო საშუალებები ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები