ახალი ამბები
,,ყველასგან მივიწყებულია'' - გორის თეატრის მსახიობი დარეჯან ჭამაური 77 წლის გახდა
25 დეკემბერს მსახიობი დარეჯან ჭამაური 77 წლის გახდა. ის რამდენიმე დღის წინ, მისმა ყოფილმა მეზობელმა მოინახულა და ფოტოც გადაიღო.

ფოტოს ავტორი წერს, რომ ადამიანი ფაქტობრივად ყველასგან მივიწყებულია. აღარავის ახსოვს არც მისი დამსახურებები და არც რეგალიები. ყველა მისი დამსახურება, ყველა პრემია თუ აღიარება, მხოლოდ, ისტორიასა და ფურცლებს დარჩა.

,,ცრემლები თავისით წამოვიდა, რა გინდა ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს უთხრა, მით უფრო, როცა შვილმკვდარი დედაა და თან როგორი დედა! მხედველობა იმდენად აქვს დაქვეითებული, რომ მხოლოდ ხმით მიცნო... ერთ დროს უმშვენიერესი, ულამაზესი, სიცოცხლითა და ენერგიით სავსე, სულ რაღაც 77 წლის ქალბატონი არის ძალზედ მძიმედ, კრიტიკულად შერყეული ჯანმრთელობით, არაკეთილსაიმედო დიაგნოზით, დაუძლურებული, უჭირს მოძრაობა, გადაადგილება, უწევს მძიმე ტკივილების ატანა. დეიდა დარეჯანს ერთი ვაჟიღა ჰყავს, მოსიყვარულე, მზრუნველი და მოამაგე, რომელიც მისი ერთადერთი პატრონი, საყრდენი და იმედია. ასეთი მზრუნველი და მოამაგე შვილები მართლაც სანატრელია.'' - წერს ფოტოს ავტორი.

დარეჯან ჭამაური საქართველოს დამსახურებული არტისტია, 50 წლის მანძილზე იყო გორის თეატრის მსახიობი, არის კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრემიის არაერთგზის ლაურეატი, ქალაქ გორის საპატიო მოქალაქე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები