ახალი ამბები
შიდა ქართლში მტკვრის კალაპოტში 13 ოჩხი იპოვეს
შიდა ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრის კალაპოტიდან, 13 ერთეული ოჩხი ამოიღეს, რომელშიც 100 კგ-ზე მეტი თევზი იმყოფებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა ,,ბრაკონიერობის წინააღმდეგ'' ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

,,მოძრაობის წევრებმა 4 წელი ვიმუშავეთ აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად, საბოლოოდ 2023 წლიდან დეპარტამენტმა დაიწყო მათი გატანის პროცესი, დღესდღეობით 1600 ზე მეტი მსგავსი მოწყობილობაა ამოღებული მხოლოდ შიდა ქართლის რეგიონში. თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალურია. თუკი აღმოაჩენთ მდინარის კალაპოტში მსგავს მოწყობილობებს მიმართეთ ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზს ნომერზე 153. ერთად გადავარჩინოთ საქართველოს ბიომრავალფეროვნება'' - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები