ახალი ამბები
,,ავარიის დროს იყო ნასვამი, ჩამორთმეული ჰქონდა მართვის მოწმობა'' - გორის პატრული
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სასამართლოს აცნობეს, რომ 8 იანვარს მომხდარ ავარიის დროს, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო მართვის მოწმობა ამავე მიზეზით ჰქონდა ჩამორთმეული.

საქმის მასალების მიხედვით, ავარიისას დაშავდა ერთი ადამიანი. საპატრულო პოლიციის გამომძიებელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 116-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე 3 ათასი ლარით მძღოლის დაჯარიმებას ითხოვს.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა სიტუაციის გასარკვევად სხდომაზე მძღოლი დაიბარა, თუმცა მოქალაქე სხდომაზე არ გამოცხადდა. მისი მოსმენა ორი კვირით გადაიდო. კვლავ გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო საქმეს მის გარეშე განიხილავს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები