ახალი ამბები
ოჯახურ ძალადობის ბრალდებით ძებნილი პირი გორის პოლიციას ჩაბარდა
გორის პოლიციას 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩაბარდა, რომელსაც 2023 წლის დეკემბრის ბოლოდან სამართალდამცველები ეძებდნენ.

შიდა ქართლის პროკურატურის პროკურორმა ოთარ დოხნაძემ სასამართლოს აცნობა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში ჩაიდინა დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. ამასთანავე, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იყო შემაკავებელი ორდერი არაერთხელ.

ადვოკატ კახა კალმახელიძის განცხადებით, ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულმა არ იცოდა, რომ ის ძებნილი იყო; - ,,როგორც კი მისთვის ცნობილი გახდა გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, გამოცხადდა პოლიციაში.'' - განაცხადა ადვოკატმა კახა კალმახელიძემ.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო 3 ათასი ლარი შეუფარდა. ხოლო შემაკავებელი ორდერი მე-4 გამოყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები