ახალი ამბები
კომპანია, რომელიც გორის წისქვილკომბინატს რუსულ ხორბალს აწვდის, დოკუმენტების გაყალბებაში ამხილეს
შიდა ქართლის პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა კომპანია ,,იმპორტი 1''-ის წარმომადგენელთან, რომელსაც ყალბი საგაგადასახადო დოკუმენტების შედგენაში ედება ბრალი.

ბრალდების მიხედვით, აღნიშნული კომპანია რუსულ ხორბალს გორის წისქვილკომბინატს აწვდის; ხორბლის მიმწოდებელი კომპანია ,,იპორტი 1'' რეგისტრირებულია კახეთში და ამავე ბრალდების მიხედვით 2020-2021 წლებში ყალბი ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები გამოწერა.

პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა სასამართლოს სთხოვა ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მისი განცხადებით, მხარეები თანახმანი არიან შემდეგ პირობებზე: 3 წელი პირობითი მსჯავრი და 10 000 ლარი ჯარიმა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა გვითხრა, რომ ფაქტის შესახებ სხვა დეტალური ინფორმაცია არ იცის, რადგან გამოძიებას პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი აწარმოებდა. საპროცესო შეთანხმების გაფორმების გამო, სასამართლოში საქმის განხილვა აღარ მოხდება და დამატებითი ინფორმაცია აღარ გასაჯაროვდება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები