ახალი ამბები
,,ისევ მაღალი ქულები მოვიდა'' - კირბალში პაპიტაშვილების ოჯახს სოციალური დახმარება არ დაუნიშნეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში მცხოვრებ გერონტი და ირმა პაპიტაშვილების ოჯახს სოციალური დახმარება კვლავ არ დაუნიშნეს.

ამის შესახებ ქართლის ამბებს ირმა პაპიტაშვილმა აცნობა. მისი თქმით, გუშინ, 12 იანვარს, სოციალური დახმარების სააგენტოდან შეატყობინეს, რომ შემოწმების შედეგად, მათ ოჯახს მაღალი ქულები დაუგროვდა.

,,აღარ ვიცი, რითი დავუმტკიცო, რომ დახმარება გვჭირდება და გვეკუთვნის,'' - ამბობს ოჯახი.

გერონტი და ირმა პაპიტაშვილებს ერთი ძროხა ჰყავთ. ეს ერთი სული საქონელი მათ პრობლემებს უქმნის. ძროხის ძოვების გამო, გენადი რუსეთის სამხედროებმა რამდენჯერმე დააკავეს. ძროხის გამო კი სოციალურმა სააგენტომ დახმარებაზე უარი მანამდეც განუცხადა:

გერონტი პაპიტაშვილი და მისი მეუღლე სოფელ კირბალში მარტო ცხოვრობენ. ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გერონტის მძიმე სამუშაოების შესრულება არ შეუძლია. არც საპენსიო ასაკამდეა მისული. მათი ოჯახის მარჩენალი ერთადერთი მსხვილფეხა საქონელია, რომელიც როგორც თავად ამბობენ, დღეში მხოლოდ 2 ლიტრ რძეს აძლევს.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები