ახალი ამბები
გორის სოფელ რეხაში ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს
გორის სოფელ რეხაში ძაღლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი ძაღლი გორის ვეტერინალურ კლინიკა ,,Vip ვეტში'' მიიყვანეს.

კლინიკა ,,Vip ვეტის'' ხელმძღვანელის, თამარ აფციაურის თქმით, ძაღლს ორი ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი.

შემთხვევა გუშინ მოხდა. საქმეში გორის პოლიცია ჩაერთო და დაიწყო გამოძიება.

ექიმები იმედოვნებენ, რომ ძაღლი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს.

,,დღეს იყვნენ პოლიციის თანამშრომლები, დაიწყეს გამოძიება. გამჭოლი ჭრილობაა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობა არაა,' - აცხადებენ კლინიკაში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები