ახალი ამბები
კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარესა და აპარატის უფროსს ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენეს
შიდა ქართლის პროკურატურამ ძალადობის მუხლით ბრალი წაუყენა კასპის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარეს გიორგი მჭედლიშვილსა და აპარატის უფროსს ზურაბ ჩიტიშვილს.

ბრალდების მიხედვით, მათ, 2022 წლის თებერვალში იძალადეს სამოქალაქო აქტივის, ირაკლი მილაძის წინააღმდეგ.

ძალადობის სავარაუდო ფაქტის შესახებ ვიდეო თავად სამოქალაქო აქტივისტმა გადაიღო. ვიდეო კადრების მიხედვით, საკრებულოს სხდომიდან ჯერ გაიყვანეს გაიყვანეს აქტივისტი ია ქვლივიძე, შემდეგ გაიყვანეს კასპის ყოფილი მერი - მანუჩარ მერებაშვილი; გაიყვანეს საკრებულოს წევრი ენმ-დან ნუგზარ ნონიაშვილი ჟურნალისტებთან ერთად, შემდეგ კი სცემეს აქტივისტს ირაკლი მილაძეს.

ვიდეოკადრებში ასევე ისმის კასპის მერის ხმა, რომელიც ავალებს ზურაბ ჩიტიშვილს, რომ სხდომათა დარბაზში დაამყაროს ,,წესრიგი''.

ირაკლი მილაძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. მისი თქმით, ბრალდებულებს ამ ეტაპზე გირაო აქვთ შეფარდებული. არსებითი განხილვა კი ერთი თვის შემდეგ დაიწყება.

ბრალის დამტკიცებამდე თანამდებობის პირები მუშაობს გააგრძელებენ.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები