ახალი ამბები
ცედანში მერმა ბეტონის გზის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა - პრესსამსახური
დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა სოფელ ცედანში ბეტონის გზის მოწყობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

ფოტოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს. განცხადების მიხედვით, სამუშაოები სამოქალაქო (მონაწილეობითი) ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

,,ცედანში ბეტონის გზის მოწყობის პროექტი მოქალაქეთა გადაწყვეტილებით, კენჭისყრის საფუძველზემ საერთო ხმათა 96%-ით შეირჩა და ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა. პროექტი სლოგანით "დაგეგმე შენი ბიუჯეტი" ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია გაიზარდოს მოქალაქეთა ჩართულობა მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე.' - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

მერია აღნიშნავს, რომ ბეტონის გზის მოწყობის პროექტის დასრულებისთანავე, დაიწყება სოფელში მისასვლელი გზის დაპროექტებაც
Print

სტატიის გამოყენების პირობები