ახალი ამბები
სოფელ აძვში დამოუკიდებელი ჭაბურღილი მოეწყობა - მერია
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში სასმელი წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ სოფლის კრებაზე გასულ წელსაც ისაუბრეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთი ჭაბურღილი არ ყოფნის ორ სოფელს - აძვსა და ახალუბანს.

მერიაში აცხადებენ, რომ აძვისთვის მოეწყომა დამოუკიდებელი ჭაბურღილი:

,,მოეწყობა დამოუკიდებელი ჭაბურღილი მაგისტრალური ქსელით, საქლოროლატორო და წყალსამარაგო რეზერვუარით, რომელიც დაერთდება არსებულ სოფლის წყალსადენის სისტემაზე. ასევე უნდა მოეწყოს ახალი ტუმბო აგრეგატი ჭაბურღილში შესაბამისი სიძლიერის და მონაცემების, მოხდება არსებული შიდა ქსელის რევიზია და საჭიროების შემთხვევაში საეჭვო მონაკვეთების შეცვლა, მოეწყოს აღრიცხვის კვანძები არსებულ ქსელზე.'' - აღნიშნავენ მერიაში.

ამჟამად, მერია პროექტის მომზადებაზე მუშაობს, რომელიც ორ თვეში დამთავრდება. შემდეგ კი ტენდერი გამოცხადდება დაახლოებით 350 000 ლარის ფარგლებში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები