ახალი ამბები
1,1 მლნ ლარი დაიხარჯება სოფელ გორაკამდე მისასვლელი გზისთვის
1,1 მლნ ლარი დაიხარჯება სოფელ გორაკამდე მისასვლელი გზისთვის. სოფელი გამყოფ ხაზის სიახლოვეს მდებარეობს.

კასპის მერიის ცნობით, ტენდერი რამდენიმე დღეში დასრულდება. საგზაო სამუშაოები, ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენიდან, 5 თვეში უნდა დასრულდეს.

გზა იწყება კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის ცენტრიდან და მიემართება სოფელ გორაკისკენ. გზის საერთო სიგრძეა 2 კმ და 100 მეტრი.

,,მოსაწყობია ასფალტბეტონის საფარი, გზის საშუალო სიგანე შეადგენს 4-5 მეტრს. ასფალტბეეტონის ქვედა ფენა უნდა იყოს - 6.0 სმ, ხოლო ზედა ფენა 4,0 სმ. გასათვალისწინებელია შემასწორებელი ფენისა და საფუძვლის მოწყობაც. ქანობის მისაცემად საჭიროა არსებული გრუნტის საფარის მოჭრა. ასევე საჭიროებისამებრ გასათვალისწინებელია გზაზე ანაკრები ან მონოლითური ბეტონის კიუვეტების მოწყობა. გათვალისწინებული უნდა იყოს მიერთებები და ეზოში შესასვლელები.'' - აღნიშნავენ მერიაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები