ახალი ამბები
გორელმა დავით კლდიაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე მათემატიკაში აბსოლუტური პირველი შედეგი აჩვენა
გორელმა დავით კლდიაშვილმა  საერთაშორისო ოლიმპიადაზე აბსოლუტური პირველი შედეგი აჩვენა მათემატიკაში.

მან ამ წარმატებას ჟაუტიკოვის მე-20 საერთაშორისო ოლიმპიადაზე მიაღწია, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმატიში ჩატარდა.

დავით კლდიაშვილი კომაროვის სკოლაში სწავლობს.

მე-20 საერთაშორისო ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა სულ ოქროს 2, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 3 მედალი მოიპოვეს.

გუნდი ოლიმპიადიდან მე-2 საპრიზო ადგილით (რეიტინგით მე-4 შედეგი) დაბრუნდა.

ინდივიდუალურ შეჯიბრში მონაწილეობდა 700-მდე მოსწავლე. ოლიმპიადაზე მონაწილეობა მიიღო 15 სახელმწიფოს 100 - ზე მეტმა გუნდმა.

კომაროვის სკოლის გუნდის შემადგენლობა: ლიდერები: თეიმურაზ კალატოზი, ლუკა მაჭარაშვილი.

გუნდის შემადგენლობა: დავით კლდიაშვილი, გიორგი კეკენაძე, მირზა შანიძე, ლუკა თვალავაძე, თორნიკე ცაძიკიძე, საბა ფერაძე, ნინო ჩხაიძე.

ინდივიდუალურ შეჯიბრში სკოლის მოსწავლეების შედეგები:

დავით კლიდიაშვილი - მათემატიკა, ოქროს მედალი
გიორგი კეკენაძე - მათემატიკა, ვერცხლის მედალი
მირზა შანიძე - მათემატიკა, ბრინჯაოს მედალი
ლუკა თვალავაძე - ფიზიკა, ოქრო მედალი
თორნიკე ცაძიკიძე, ფიზიკა, ვერცხლის მედალი
საბა ფერაძე, ინფორმატიკა-ბრინჯაოს მედალი
ნინო ჩხაიძე- ინფორმატიკა, ბრინჯაოს მედალი
Print

სტატიის გამოყენების პირობები