ახალი ამბები
გორში ,,ახალი ბაზრის'' გზაზე მანქანა ქალს დაეჯახა - ქვეითი დაიღუპა
გორში ,,ახალი ბაზრის'' გზაზე მანქანა ქალს დაეჯახა - ქვეითი დაიღუპა.

დაღუპულია 70 წლამდე ასაკის ქალი.

მომხდარაზე გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

აღნიშნული მუხლი სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამ წლამდე ვადით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები