ახალი ამბები
ცხინვალის სიახლოვეს მდინარე ლიახვში საყოველთაო ნათლობის ცერემონია გაიმართა
საყოველთაო ნათლობის ცერემონია გაიმართა ცხინვალში. ათობით მორწმუნემ ტრადიციული რელიგიური მსვლელობა ღვთისმშობლის შობის ტაძრიდან მდინარე ლიახვამდე მოაწყო.

მდინარე ალანიის ეპარქიის დეკანოზმა იაკოვ ხეთაგუროვმა აკურთხა, რის შემდეგაც დაიწყო განბანვის ცერემონია.

მდინარე ლიახვში ოცამდე ადამიანი მოინათლა. ნათლობის მსურველებს შორის ყველაზე უფროსი 71 წლის, უმცროსი კი ორი წლის აღმოჩნდა.

,,მდინარის ნაპირზე ტანსაცმლის გამოსაცვლელი კარვები და გათბობის პუნქტებია გაშლილი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები ნათლისღების ბანაობის დროს უსაფრთხოებას იცავენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფიც მორიგეობს.'' - იუწყება სააგენტო რესი.

19 იანვარი, მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის 12 საეკლესიო დღესასწაულიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარია - ნათლისღება. ამ დღეს, სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები