გორის მერია მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაციისთვის 500 000
ლარს დახაჯვას გეგმავს.
პროექტი შესადგენად ტენდერი გამოცხადდა. მსურველებმა
წინადადებები 2024 წლის 26 იანვრიდან უნდა წარადგინონ, რომელიც 29
იანვარს დასრულდა.
გამარჯვებული საპროექტო ორგანიზაცია სავარაუდოდ თებერვალში
გამოვლინდება. იგი ვალდებული იქნება შეადგინოს გრაფიკული ნაწილი,
რომელიც უნდა მოიცავდეს ობიექტის სიტუაციურ და გენერალურ გეგმებს.
ნაგებობების დეტალურ არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნახაზებს.
როგორც მერიაში აცხადებენ, ორივე ობიექტზე სამუშაოთა მოცულობა
მაქსიმუმ 500 000 ლარი იქნება.
რეაბილიტაცია შეეხება იუსტიციის სახლთან და ჭავჭავაძე-სტალინის
გამზირების კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს.
სტატიის გამოყენების პირობები