ახალი ამბები
,,ჯერ მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნეთ'' - რეაქცია გორის სოფლებში მოსაცდელების მშენებლობაზე
გორის მერიის ცნობით, 13 სოფელში მოსაცდელები შენდება. მათ შორისაა სოფელი ხურვალეთი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს.

,,ხურვალეთში ჯერ მუნიციპალური ტრანსპორტი დანიშნეთ და გაჩერებაზე მერე იფიქრეთ. 21-ე საუკუნეში საზღვრისპირა სოფელში ტრანსპორტი არ დადის.'' - წერს პედაგოგი ზიზი კურმაშვილი, რომელიც ხურვალეთის საჯარო სკოლაში მუშაობს.

ინფორმაციას გამოეხმაურნენ სხვა სოფლის მცხოვრებლებიც:

,,შავშვებმა რა დააშავა?''

,,ახალუბანმა რა დააშავა?

იმედია ქვემო არცევში და ქვეშშიც მალე მობრძანდებით''

,,ღმერთო გადმოხედე კარალეთს'' 

,,ფლავისმანმა რა დააშავა? ნორმალურად არც ტრანსპორტია და მოსაცდელს ვინ ჩივის''

,,ხიდისთავი, როგორც ყოველთვის, არაფრის სიაში არარის.''

მერიის ცნობით, მოსაცდელები შემდეგ სოფლებში შენდება:

- თორტიზა
-  არბო
- ქორდი
- ოთარშენი
- ბერშუეთი
- ქვემო სობისი
- ქვემო ახალსოფელი
- ზერტი
- მეჯვრისხევი
- ხურვალეთი
- ნადარბაზევი
- ახრისი
- ტინისხიდი
Print

სტატიის გამოყენების პირობები