ახალი ამბები
გორის ბაზრის ადმინისტრაცია ,,ცოცხალი თევზის'' განმეორებით რეალიზაციის ფაქტზე 1000 ლარით დააჯარიმეს
გორის ბაზარი - შპს ,,21-ე საუკუნე'' - ,,ცოცხალი თევზის'' რეალიზაციის გამო 1000 ლარით დააჯარიმეს.

ამის შესახებ წერილობით სურსათის უვნელობის სამსახურის შიდა ქართლის ფილიალის ხელმძღვანელმა პაატა თარაშვილმა ბრაკონიერთა წინააღმდეგ მებრძოლ ორგანიზაციას აცნობას.

როგორც წერილშია აღნიშნული, ცოცხალი თევზი შპს ,,21-ე საუკუნის'' ბაზარში 2024 წლის 11 იანვარს დააფიქსირეს. ბრაკონიერობის წინააღმდეგ მოძრაობის წარმომადგენლებმა ადგილზე სურსათის უვნელობის სამსახურის წარმომადგენლები გამოიძახეს.

22 იანვარს, სურსათის უვნელობის სამსახურმა წერილობით აცნობა შეტყობინების ავტორს, რომ შედგა სამართალდარღვევის ოქმი ,,სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66 - ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე, რომელიც 1000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესის განმეორებით დარღვევას. აღნიშნული მუხლით ირკვევა, რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც ცოცხალი თევზის რეალიზაცია დაფიქსირდა აღნიშნულ ბაზარში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები