ახალი ამბები
გორის ლურჯ ავტობუსებში მგზავრთა რაოდენობამ წლიურად 3 მლნ-ს გადააჭარბა
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრთა წლიურმა რაოდენობამ 3 მლნ-ს გადააჭარბა.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ზურაბ ჯირკველიშვილის განცხადებით, 2022 წელთან შედარებით, 2023 წელს რაოდენობა 350 000-ით გაიზარდა:

,,თუკი 2022 წელს მგზავრთა რაოდენობა 2 მლნ 700 000 იყო, 2023 წელს ეს რაოდენობა 350 000-ით გაიზარდა'' - აღნიშნავს ჯირკველიშვილი, რაც იმას გულისხმობს, რომ ქალაქში მგზავრთა ჯამური რაოდენობა 3 მლნ 050 000 იყო.

მგზავრთა ნაკადის ზრდა საკუთარი შემოსავლების ზრდასთანაცაა დაკავშირებული. ზურაბ ჯირკველიშვილი აღნიშნავს, რომ მოთხოვნა გაიზარდა იქიდან გამომდინარე, რომ ავტობუსები ყოველდღიურად ირეცხება, ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები და მოქალაქეებისთვის გადაადგილება უსაფრთხოა.

ჯირკველიშვილი განმარტავს, რომ წლის განმავლობაში ორგანიზაციის დაკვეთით სხვადასხვა კვლევები ტარდება.

,,ამ ეტაპზე 20-მდე კვლევა გვაქვს უკვე ჩატარებული, რომლის მიხედვით, ვგეგმავთ შემდგომ ღონისძიებებს,'' - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები