ახალი ამბები
ქარელის მერია 6 მლნ ლარს დახარჯავს სპორტდარბაზისთვის, რომელიც ბრეთის მეურნეობაში აშენდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეუნეობაში სპორტული დარბაზი აშენდება.

ტენდერი ქარელის მერიამ 18 იანვარს გამოაცხადა. სპორტდარბაზისთვის 6 მლნ ლარი დაიხარჯება. წინადადების მიღება 8 თებერვალს დამთავრდება.

,,სახელშეკრულებო ღირებულების 50% ანაზღაურება მოხდება 2024 წლის ბიუჯეტის სახსრებით, ხოლო დანარჩენი 50 % ანაზღაურდება 2025 წლის ბიუჯეტის სახსრებით, იმ შემთხვევაში თუ შემსყიდველ ორგანიზაციას 2024 წელს გამოუთავისუფლდება თანხები, უფლებამოსილია 2025 წელს ასანაზღაურებელი სახელშეკრულებო თანხის 50 % -ის ანაზღაურება მოახდინოს 2024 წელში ხელშეკრულების პირობების სრულად შესრულების შემთხვევაში'' - აღნიშნავენ ქარელის მერიაში.

პროექტის ავტორია კახაბერ ლაბაძე. ავტორის მიერ მერიაში წარდგენილი პროექტის მიხედვით, სპორტდარბაზი ორსართულიანი იქნება:

,,პირველ სართულზე განთავსებული იქნება სატრენაჟორო დარბაზი, გასახდელები, საშხაპეები და სველი წერტილები, ასევე სამედიცინო ოთახი, სასტუმროს მისაღები, სამუშაო ოთახები და სპორტული დარბაზი. შენობის პირველი სართული მეორე სართულს უკავშირდება ოთხი კიბის უჯრედით, რომლებიც განთავსებულია შენობის კუთხეებში. მეორე სართულზე მოწყობილი იქნება სასადილო სივრცე და სასტუმროს ნომრები ასევე ანტრესორი, რომელიც გადმოყურებს პირველსართულზე განთავსებულ საჭიდაო დარბაზს'' - აღნიშნულია პროექტში.

Print

სტატიის გამოყენების პირობები