ახალი ამბები
25 იანვარს გორში მოეწყობა გამოფენა „კიევი ომში“
გორში 25 იანვარს 12 საათზე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყობა გამოფენა "კიევი ომში".

ფოტოგამოფენა, 2022 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში, უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე მოგვითხობს, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.

გამოფენის კურატორები არიან უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი.

ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელი. 90-იანების დასაწყისში მას მოუწია მშობლიური ქალაქიდან გასვლა უკრაინაში. მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ასტამურ გუმბა იყო. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად, და იმავე წლის ივნისში დაიღუპა ხარკოვის მახლობლად. გამოფენა, რომელსაც ქართველი მაყურებელი ნახავს, ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება.

გამოფენა თბილისში უკვე ჩატარდა 22 და 23 იანვარს. გორის შემდეგ ყვარელში გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები