ახალი ამბები
ძამის ხეობის სოფელ გვერძინეთში ბლოკ საგუშაგოა გახსნილი
ძამის ხეობის სოფელ გვერძინეტში ბლოკ საგუშაგოა გახსნილი. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვალერი თელიას წერილის მიხედვით, პოლიციელთა ერთ-ერთი ლოკაცია სწორედ გვერძინეთშია.

ამავე წერილის მიხედვით, ხეობაში საპოლიციო მორიგეობას 42 პოლიციელი ახორციელებს. როგორც მან შს სამინისტროს ეკონომიკური სამსახურის აპარატს აცნობა, ხეობაში პოლიციის საგუშაგოსთვის კვების საკითხია მოსაგვარებელი.

თელიას მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 42 პოლიციელისთვის კვების ხარჯი გამოიყო - თითო პოლიციელზე 20 ლარი დღეში. ამ 20 ლარით პოლიციელებისთვის უნდა შეიძინონ ლორი ყველით, დესერტად შოკოლადი - ბატონჩიკები და წვენი.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები