დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ 7 თებერვალს,
უქმდება შემდეგი რეისები:
- თბილისი-ბათუმი (802),
- თბილისი-ზუგდიდი (870),
- თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),
- ბათუმი-თბილისი (803),
- ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),
- ფოთი-თბილისი (873),
- ხაშური-ზესტაფონი (6446)
- ზესტაფონი-ხაშური (6417).
გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად
აუნაზღაურდებათ.
რკინიგზის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 6 თებერვალს, უხვი ნალექის
გამო დასავლეთ საქართველოში, მოლითში ჩამოწვა მეწყერი და რეისზე
არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.
კონკრეტულად ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და
თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები დაბრუნდებიან
საწყის სადგურებში.
რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა
განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე.
სტატიის გამოყენების პირობები