ახალი ამბები
ქალაქ გორში 7 ოჯახი მეწყრულ ზონაში ცხოვრობს
გორის მუნიციპალიტეტის მერია მიჩურინისა და გორიჯვრის ქუჩებზე მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ 7 ოჯახს ბინების ქირაობას სთავაზობს.

ეს ქუჩები სადგურის დასახლებაში მდებარეობს..

მერიის ცნობით, ოჯახები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გააფრთხილეს და საცხოვრებელი სახლების დატოვება ურჩიეს.

,,მუნიციპალიტეტმა მაწყერსაშიშ ზონაში მცხოვრები ოჯახების კიდევ ერთხელ გაფრთხილების შესახებ გადაწყვეტილება მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო მიიღო, რაც რამდენიმე დღის წინ გორში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია."" - აღნიშნავენ გორის მერიაში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები