კასპში მდინარე „ლეხურაზე“ ხიდი მშენებლობა მიმდინარეობს. დავით
აღმაშენებლის ქუჩაზე,, ე.წ. "წყალსაქაჩი"-ს მიმდებარედ, საავტომობილო
ხიდის მშენებლობა მდინარის ორი ნაპირის მოსახლეობას ერთმანეთთან
დააკავშირებს.
ამ დროისთვის არსებული ხიდი ვიწრო და ამორტიზებულია.
პროექტი სავალი ნაწილის, ხიმინჯების, საგზაო საფარის, ლითონის
მოაჯირის, სავალი ნაწილის მოწყობას, ჰიდროიზოლაციას და ლითონის
კონსტრუქციების შეღებვას ითვალისწინებს.
კასპის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით „მდინარე ლეხურაზე მდებარე ხიდი
წლების წინ აშენდა, რომელიც გადაადგილებისათვის უკვე საფრთხის
შემცველია. ამიტომ, ახლი ხიდის ასაშენებლად თანხა ადგილობრივი
ბიუჯეტიდან გამოიყო“.
სამუშაოების ღირებულება 235 599 ლარია ,რომელსაც შპს "კ.მ.პ"
ასრულებს. ხიდის მშენებლობა ოთხ თვეში დასრულდება.
სტატიის გამოყენების პირობები