ახალი ამბები
გორში ავტო ბაზრობა გაიხსნა
გორში ავტო ბაზრობა გაიხსნა. ბაზრობამ ფუნქციონირება 2024 წლის 18 თებერვლიდან დაიწყო.

კომპანია ,,ელიტა 22''-ის'' ცნობით, ავტომანქანების განთავსება თებერვლის ბოლომდე უფასო იქნება. ამისთვის, აუცილებელი პირობაა მათი გვერდის გამოწერა და გაზიარება.



,,ავტო ბაზრობა გთავაზობთ დაცულ და კომფორტულ ტერიტორიას, ასევე მიმდინარეობს ვიდეო კონტროლი24/7; ავტომობილებს ინტენსიურად გაუკეთდება რეკლამა ჩვენს ვებგვერდებზე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე შემდეგ ქვეყნებში - ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, აზერბაიჯანი..'' - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.


Print

სტატიის გამოყენების პირობები