ახალი ამბები
ქალაქ გორში ახალი ქუჩა კეთდება
ქალაქ გორში ახალი ქუჩა კეთდება. 1 კმ - იანი გზა მდინარე მეჯუდას მიუყვება.

როგორც ,,ქართლის ამბები წერდა'', გზის ახალი მონაკვეთი გოგებაშვილის ქუჩის პარალელურ სანაპიროზე იქნებოდა:

,,ეს გზა ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასხლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას.'' - აღნიშნავენ მერიაში.

ქუჩის მშენებლობისთვის 1,9 მლნ ლარი იხარჯება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო, ხოლო პროექტის თანადამფინანსებელია გორის მერია.

პროექტით გათალისწინებულია 1033 მეტრი ახალი გზის მშენებლობა, საფეხმავლოებითა და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები, რეკრეაციული ზონა და დამონტაჟდება გარეგანათება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები