ახალი ამბები
გორის პატრულმა ყალბი მართვის მოწმობის გამოყენების ფაქტი გამოავლინა
გორის პატრულმა ყალბი მართვის მოწმობის გამოყენების ფაქტი გამოავლინა.

შემთხვევა 2024 წლის 21 თებერვალს მოხდა.

მასალები პატრულმა პროკურატურას გადაუგზავნა. დაიწყო გამოძიება.

პროკურორ შორენა მგალობლიშვილის ცნობით, მსგავსი სახის დოკუმენტები ძირითადად მზადდება რუსეთში.

ბრალი წაუყენეს ქუთაისში მცხოვრებ, 1982 წელს დაბადებულ მამაკაცს. 

პროკურორი შორენა მგალობლიშვილი და ადვოკატი მაია ბიბილაშვილი შეთანხმდნენ, რომ ბრალდებულს წინასწარი გამოძიების გარეშე მიესაჯოს ჯარიმა.

ჯარიმის ოდენობა 3 ათასი ლარით განისაზღვრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები