ახალი ამბები
რა სარგებელი შეუძლია მოუტანოს ბიზნესს ვებსაიტმა
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით ქართული კომპანიები ჯერ კიდევ ვერ იყენებენ ვებსაიტის შესაძლებლობებს სრულად, ამ მოცემულობას ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს დაწყებული უხარისხოდ დამზადებული ვებსაიტიდან დამთავრებული ვიზიტორების დაბალი კომპეტენციით, სამწუხაროდ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი კომპანია საერთოდ ვერ ხვდება, რატომ ჭირდება საიტი.

ეპოქაში, რომელშიც ყველას თუ არა ზრდასრული მოსახლეობის 98% აქვს წვდომა ინტერნეტზე, არ არსებობს მიზეზი, რატომაც არ უნდა იყოს ბიზნესი ციფრულ სამყაროში წარმოდგენილი საკუთარი ვებსაიტით.

საიტების დამზადება
საშუალებას გაძლევთ გააციფრულოთ სამუშაო პროცესი, აწარმოოთ ანალიტიკა, მიაწოდოთ პოტენციურ მომხმარებელს ინფორმაცია თქვენი საქმიანობის, უპირატესობების, გამოცდილებისა თუ პორტფოლიოს შესახებ.

თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე ვებსაიტი შეიძლება იყოს განსხვავებული დანიშნულების, ძირითადად საიტები იყოფა რამდენიმე ტიპად ესენია:

● საინფორმაციო
● ვებ აპლიკაცია (ფუნქციური)
● კორპორატიული
● გაყიდვების
● კატალოგი
● სხვადასხვა პლატფორმა


ცალკე აღნიშვნის ღირსია გაყიდვების საიტი რადგან მისი მეშვეობით შესაძლებელია გაყიდვების პირდაპირი ზრდა, არ აქვს მნიშნელობა პროდუქციას ყიდით თუ სერვისს, თუმცა საკუთარი სერვისების შეთავაზება საინფორმაციო ტიპის ვებსაიტითაც შეგიძლიათ

როდესაც საიტის შექმნას გადაწყვეტთ, აუცილებელია იფიქროთ იმაზე, თუ როგორ მიიტანთ მას მომხმარებლამდე, შეიძლება გქონდეთ ტექნიკურად გამართული და მიმზიდველი ვიზუალის მქონე ვებგვერდი მაგრამ საბოლოო მიზანი მაინც ვიზიტორების მოზიდვაა
ვებსაიტზე ტრეფიკის გაზრდა რამდენიმე მეთოდით არის შესაძლებელი,

არსებობს როგორც ფასიანი, ისევე ერთი შეხედვით უფასო მეთოდებიც, მაგალითად როგორიც არის Seo ოპტიმაზაცია, მაგრამ ახლად შექმნილი ვებსაიტისთვის ჯობია ისეთ მეთოდებს მიმართოთ როგორიც Meta & Google ედვერთაიზი

როდესაც საქმე ციფრულ სამყაროს ეხება, მნიშვნელოვანია წინდახედული ვიყოთ, რადგან არასწორად დამზადებულ ვებსაიტს ან არასწორად შერჩეულ კამპანიას შეუძლია როგორც რეპუტაციული ასევე მატერიალური ზარალი მოგაყენოთ, დახარჯულ დროსა და რესურსზე აღარაფერს ვიტყვით, უკეთ რომ მიხვდეთ რას ვგულისხმობ მოდი წარმოვიდგინოთ.

კომპანია X რომელიც ახორციელებს გარკვეული ტიპის პროდუქციის იმპორტს და ახდენს მის რეალიზებას, ერთი გაყიდული პროდუქტიდან რჩება მოგება, x პროცენტი, კომპანია X გადაწყვეტს პროდუქციის ონლაინ გაყიდვას, ამისათვის დაიქირავებს კომპანიას რომელიც დაამზადებს საიტს, საიტის დასრულების შემდგომ ასევე დაიქირავებს მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც რეკლამას განუთავსებს სოციალურ მედიასა და Google_ში, ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად არის, თუმცა მოდი ვნახოთ, რა პრობლემები შეიძლება წარმოიშვას ამ მნიშვნელოვან პროცესში.

ვებსაიტს შესაძლოა ქონდეს ტექნიკური ხარვეზები (ბაგი) რომლებმაც შესაძლოა შეაფერხოს გაყიდვის ან კონტენტის დამატების პროცესი

(რჩევა, არ ჩაიბაროთ ვებსაიტი სანამ ყველა საჭირო ეტაპი წარმატებით არ შესრულება)

ვებსაიტი შეიძლება იყოს ნელი, გაუმართავი დიზაინით , მრავალენოვანი საიტის შემთხვევაში ზოგიერთი დეტალი იყოს თარგმნის გარაშე, არ ქონდეს დახვეწილი ტელეფონის ვერსია, ვერ პასუხობდეს თქვენს მოთხოვნებს ზუსტად

(რჩევა, ძირითადად შაბლონური დიზაინით და ნელი ჩატვირთვის დროით გამოირჩევა wordpress ძრავზე შექმნილი ვებგვერდები, ამიტომ მისი გამოყენება მხოლოდ შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაშია რეკომენდებული )

ცუდად დაგეგმილი სარეკლამო კამპანია, არასწორი პლატფორმის ან რეკლამის ტიპის არჩევის შემთხვევაში შესაძლოა სარეკლამო ხარჯებმა მოგებას გადააჭარბოს, ამიტომ აირჩიეთ ინ კომპანია რომელიც აღნიშნულ საკითხში არის ექსპერტი და აქვს სათანადო გამოცდილება

(რჩევა, როდესაც შეარჩევთ კომპანიას რეკლამისთვის, სთხოვეთ მოსალოდნელი შედეგების და ხარჯების წინასწარი რეპორტინგი)

იმედი მაქვს, მიღებული ინფორმაცია დაგეხმარებათ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომ შევაჯამოთ ვებსაიტის ქონა საკმაოდ ძლიერი იარაღია როგორც ცნობადობის ასევე გაყიდვების გაზრდის მხრივ, თუმცა მის გამოყენებას შესაბამისი ცოდნა და უნარჩვევები ჭირდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები