ახალი ამბები
გორში ახალი ქუჩების მშენებლობის ადგილზე ფოტოგასეირნება მოეწყობა
გორელ ფოტოგრაფთა კლუბი ფოტოგრაფებს, მხატვრებს, ურბანისტებს, ისტორიკოსებს, არქიტექტორებს ფოტოგასეირნებაზე იწვევს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ფოტოგასეირნების მიზანია გადაიღონ არსებული რეალობა, გამოიკვლიონ, თუ როგორ იცვლება ქალაქის ლანდშაფტი; რა არის ავთენტური და როგორც მომავალში მოუწევთ ცხოვრება. მათი შეფასებით, ქალაქი განიცდის სწრაფ ურბანიზაციას, მისი ისტორიული ხიბლი და უნიკალური ხასიათი გარდაიქმნება.

,,წმინდაწყლის დასახლებაში მერია აშენებს სრულიად ახალ გზას - ჩვენი მიზანია გადავიღოთ არსებული რეალობა. ვიკვლიოთ როგორ იცვლება ქალაქის ლანდშაფტი. რა არის ავთენტური და როგორ მომავალში მოგვიწევს ერთად ცხოვრება. მონაწილეობა შეგიძლიათ, პროფესიონალსაც და მოყვარულ ფოტოგრაფებსაც და არამარტო ფოტოგრაფებს, უბრალოდ ყველას, ვისაც აინტერესებს ქალაქის მომავალი, ეს არის ერთობლივი ძალისხმევა გორის ვიზუალური ჩანაწერის შესაქმნელად. გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები, ვისწავლოთ ერთმანეთისგან და ვიყოთ რაღაც განსაკუთრებულის ნაწილი.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

მსურველები შეიკრიბებიან შაბათს 2 მარტს, 16:00 საათზე ხელოვნების სახლში, გორი, გურამიშვილის #5 (ლომჭაბუკის სკვერი)

ფოტოგასეირნება დაიწყება წმინდაწყლის მიმართულებით და გადაიღებენ ახალი გზის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიებს, ისაუბრებენ ქალაქზე, გაუზიარებენ ცოდნას და გამოცდილებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები