ახალი ამბები
შრომის ინსპექციამ გორის ტრანსპორტის სააგენტოში შემოწმება დაიწყო
შრომის ინსპექციამ ტრანსპორტის სააგენტოს შემოწმება დაიწყო. ინსპექტორები სააგენტოში დღეს მოულოდნელად გამოჩნდნენ.

როგორც სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჯირკველიშვილმა გვითხრა, უცნობია, რა მიზეზით და მოტივით დაიწყო სამსახურის მონიტორინგი:

,,ჩვენთვის ამ ეტაპზე არაფერი განუცხადებიათ, თუ რის საფუძველზე დაინტერესდნენ. გვითხრეს, რომ შემოწმების შემდეგ მოგვმართავენ კონკრეტული კითხვებით, რაზეც მოგვიწევს პასუხების გაცემა'' - ამბობს ჯირკველიშვილი.

შრომის ინსპექციაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ შემოწმება არ დაწყებულა ცხელ ხაზზე შესული შეტყობინების საფუძველზე. ოფიციალური დასკვნა შეგვიძლია წერილობით მოვითხოვოთ. თუმცა, შედეგები ჯერ თვით სააგენტოსთვისაც უცნობია.

2021 წლის პირველი იანვრიდან სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურს მიენიჭა სრული მანდატი შრომით ნორმებზე ზედამხედველობის კუთხით. უწყება უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, როგორც შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე, ასევე დასაქმებულთათვის შრომითი უფლებების უზრუნველყოფაზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები