ახალი ამბები
ცხინვალის სიახლოვეს ახალსოფლის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
ცხინვალის რაიონის სოფელ ახალსოფლის (ნოგყაუს) ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი სავარაუდოდ დაუდევრობით გაჩნდა.

ხანძრის ლოკალიზება სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა შეძლეს.

ბოლო დროს, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ხანძრის შემთხვევები გახშირდა.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. კერძოდ, ცხინვალის რაიონის სოფელ იკორთის მინდვრებზე.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, ცეცხლი გორის სოფლების მხრიდან გაჩნდა, ხოლო განადგურებას გადაარჩინეს რუსეთის სასაზღვრო ძალების საფორტიფიკაციო ნაგებობები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები