ახალი ამბები
პატიმრების ესკორტს ავარია შეემთხვა
დღეს, დილით, პენიტენციური სამსახურის ესკორტი გორი-თბილისის გზაზე ევაკუატორს შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. იყვნენ თუ არა პატიმრები მიკროავტობუსში, ამის თაობაზე შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.

შეჯახების შედეგად ევაკუატორიდან მანქანები გზაზე გადავარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები