ახალი ამბები
ორი კვირის მანძილზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის 11 სოფელში გაჩნდა ხანძარი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად ცეცხლის ახალი კერები ჩნდება.

ცხინვალის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბოლო ორი კვირის მანძილზე, 11 სოფელში გაჩნდა ხანძარი.

ოფიციალური უწყების მიერ გავრცელებული ფოტოების მიხედვით, ცეცხლი ძირითადად ხმელ ბალახებს უკიდია.

ცხინვალის სამაშველო სამსახურის პრეს-სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა.

ხანძრები ძირითადად გაჩნდა ცხინვალის, ახალგორისა და ზნაურის (ყორნისის) რაიონის იმ სოფლებში, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები