ახალი ამბები
მობილური "კიბოსსკრინინგცენტრი" კარალეთში
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, პროსტატის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი.

აღნიშნული პროცედურა კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

ექიმების ჯგუფი  მობილური "კიბოსსკრინინგცენტრის" საშუალებით მოძრაობს.

სკრინინგის მიზანია აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის რეგულარულად ჩატარება უზრუნველყოფს დაავადების განვითარების რისკის მკვეთრ შემცირებას.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელ ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ბაზაზე, კიბოს მობილური სკრინინგ ცენტრი 2023 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები