ახალი ამბები
გორის #1 სკოლის ხელბურთელთა გუნდი ოლიმპიადაზე რეგიონის ჩემპიონი გახდა
გორის პირველი საჯარო სკოლის გუნდმა რეგიონალურ ოლმპიადაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ხელბურთში.

ფინალში მათ სურამის საჯარო სკოლის გუნდის წევრები ანგარიშით 22:16 დაამარცხეს.

გორის მერიის სპორტის სააგენტოს ცნობით, ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზში გაიმართა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის დებულებით ჯერ ტარდება მუნიციპალური ეტაპები, შემდეგ რეგიონული, ზონალური (აღმოსავლეთი და დასავლეთი) და ბოლოს დასკვნითი ფინალური ეტაპი.

რეგიონულ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს ზონალურ ეტაპზე, სადაც გაირკვევა აღმოსავლეთ საქართველოს საუკეთესო გუნდი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები