ახალი ამბები
,,რატომ გამოხვედით? - კვარხეთში აქციის ჩაშლა სცადეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კვარხეთში საპროტესტო აქცია გაიმართა.

ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, სოფელში გაზიდიცირების სამუშაოები, რომელიც 2021 წელს დაიწყო, მიტოვებულია.

ამის გამო, გადათხრილია გზები, მოუწესრიგებელია სასმელი წყლის სისტემა.

საპროტესტო აქციის მონაწილეებთან მივიდა ერთ-ერთი მოქალაქე, რომელმაც თანასოფლელებს უთხრა, რომ ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს ნუ აკეთებენ:

,,რატომ გამოხვედით? გზა არ გაგიკეთეს? აბა ვინ გააკეთა ეს გზა'' - აცხადებდა ხელისუფლების მხარდამჭერი მოქალაქე.

რაც შეეხება გაზიფიცირებას, შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციამ 2021 წელს გაავრცელა ინფორმაცია სოფლის გაზიფიცირების შესახებ, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დასრულებულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები