ახალი ამბები
"კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს" - აქცია რუსთაველზე
რუსული კანონის წინააღმდეგ თბილისში მიმდინარეობს მარში, "კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს". მსვლელობა 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და თავისუფლების მოედანთან გრძელდება.

"ჩვენ ვირჩევთ ევროპას, საქართველო არასდროს იქნება რუსეთი. ერთად დავიცვათ 9 აპრილის მონაპოვარი", – აღნიშნავენ მარშის ორგანიზატორები.

ადგილზე შეკრებილებს თან აქვთ ევროკავშირისა და საქართველოს დროშები, ასევე, ბანერები რუსული კანონის საწინააღმდეგო წარწერებით.



ვრცლად: პუბლიკა
Print

სტატიის გამოყენების პირობები